19 ნოემბერი 2024,   05:23
ვრცლად
ტერმინი ლიბერალიზმის ამოღება განათლების შესახებ კანონიდან - კანონპროექტი ჩავარდა 

კანონპროექტი, რომელი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებდა, ჩავარდა. 

საუბარია ცვლილებათა პაკეტზე, განათლების შესახებ კანონიდან ტერმინი ლიბერალიზმის ამოღებას გულისხმობდა. კანონპროექტს მხარი მხოლოდ 61-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრების, ნუკრი ქანთარიას და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გენადი მარგველაშვილის მიერ იყო ინიცირებული.

დეპუტატები ითხოვენ ზოგადი განათლების მიზნების ჩამონათვალში ის მუხლი შეიცვალოს, სადაც სიტყვა „ლიბერალურია" ნახსენები. 

კენჭისყრას წინ ხმაურიანი დებატები უძღოდა. “ევროპული საქართველოს“ წევრებმა კენჭისყრის გადადება მოითხოვეს, ვიდრე პროექტი საბოლოო სახით არ დაზუსტდებოდა.

ანალოგიური პოზიცია ჰქონდა უმრავლესობის წევრ დიმიტრი ცქიტიშვილს, რომელმაც თქვა, რომ საკანონმდებლო ინიციატივას წარმოდგენილი სახით მხარს ვერ დაუჭერდა.

ამავე პროექტის მიხედვით, კანონს ემატება პუნქტი, რომლის მიხედვით, საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს შორის არის მოსწავლის მიერ ეროვნული ტრადიციების გაცნობიერება და პატივისცემის განვითარება.

“ზოგადი განათლების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს ადგენს. როგორც საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები განმარტავენ, კანონით განსაზღვრული მიზნები “ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მოთხოვნებს და სულისკვეთებას არ შეესაბამება.

დღის ამბები