19 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
ვფიქრობ, რომ ძლიერი დასაყრდენი საბედნიეროდ არ ჰყავთ - დიმიტრი ცქიტიშვილი საქართველოში რუსულ სპეცსამსახურებზე საუბრობს

სუს-ის მიერ დასახლებულ მთავარ გამოწვევებს საპარლამენტო უმრავლესობაში პირველი შეფასებები უკვე მოჰყვა. ვახტანგ გომელაურის მოსმენის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებსა და მათ მიერ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მცდელობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

ვახტანგ გომელაურს პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრის დროს არ დაუსახელებია ის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, რომლებიც ქვეყანაში მუშაობენ, თუმცა, „ოცნების“ წევრები ოპოზიციის მსგავსად ამბობენ, რომ სწორედ რუსეთია ის ძალა, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას ცდილობს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, უსაფრთხოების სამსახური ყველაფერს აკეთებსდეს ტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების მცდელობას საზოგადოება არ დაუშვებს.

Image result for გიორგი ვოლსკი„რასაკვირველია, პირველი თემა არის ეთნიკური საკითხები. მარტო საქართველოსთვის კი არა, ნებისმიერი მძლავრი ევროპული სახელმწიფოსთვის არის საშიშროება და სახეზეა, ეს პროცესები, თუმცა, გარდა იმისა, რომ მაღალი დონის პროფესიონალები იცავენ ამ მიმართულებით ჩვენს უსაფრთხოებას, ქართული ტრადიციაა, საუკუნეების საკმაოდ მძლავრად არის დღესაც საზოგადოებაში იმისთვის, რომ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება არ მოხდეს,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

რუსეთის მიერ დეზინფორმაციის მეშვეობით საზოგადოების აზრის ფორმირების მცდელობაზე საუბრობს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილიც.

Image result for დიმიტრი ცქიტიშვილი„ის, რომ რუსეთის დეზინფორმაცია მუშაობს საქართველოში, ეს მცდელობები, რომ მას გავლენა იქონია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ანტიდასავლური პროპაგანდა აწარმოონ, ეს უკვე ვიცით. ამიტომაც გაჩნდა აზრი, რომ მოკვლევის ჯგუფი შეიქმნას პარლამენტში. საზოგადოებრივი აზრი დასავლურ ორიენტაციას ინარჩუნებს ძალიან მაღალი მაჩვენებლით, თუმცა, ეს გამოწვევა არის, ამაზე ადეკვატური პასუხები არის უშიშროების სამსახურის მხრიდან... ვფიქრობ, რომ ძლიერი დასაყრდენი საბედნიეროდ არ ჰყავთ. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ცალკეული ადამიანები ჰყავდეთ, ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ძლიერი დასაყრდენი, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს საზოგადოებრივი განწყობები ქვეყანაში, ასეთი არ ჰყავს და იმედი მაქვს, რომ არ იქნება,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოფო კილაძე სუს-ის ხელმძღვანელის ანგარიშით კმაყოფილია და ჰიბრიდულ ომზე ამახვილებს ყურადღებას. 

Image result for სოფო კილაძე„სწორად იყო აქცენტი დასმული, როდესაც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სწორედ ნახსენები იყო ჰიბრიდული ომის კონტექსტში რაღაც გარკვეული დაპირისპირების კერის შექმნის მცდელობა ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ, მტრული ქვეყნები ხშირად იყენებენ ასეთ ბერკეტებს, მითუმეტეს ისეთ რთულ რეგიონში, როგორ რეგიონშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, აქედან გამომდინარე, ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

რამდენიმე საათია, რაც სუს-ის ხელმძღვანელს დახურულ ფორმატში დეპუტატები უსმენენ.

დღის ამბები