გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ზვიად გამსახურდიას ისტორიულ როლს, უახლესი ისტორიის გაყალბების მცდელობას და საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ბოლომდე მიყვანის ისტორიულ მისიას.
„ჩვენ ვისაუბრეთ ზვიად გამსახურდიას მნიშვნელობაზე, მის როლზე, მის პროგრესულ და ევროპულ აზროვნებაზე. ასეთი პროგრამა მოვიფიქრე, „მერი დაფასთან“ და ამ პროგრამის ფარგლებში ასევე იქნება ერთი გაკვეთილი ზუსტად ეროვნული მოძრაობის შესახებ. ეს არის, ვიტყოდი, ზუგდიდიდან ეს ტალღა რომ იწყება, ეს უკვე მესამეა, „ეროვნული მოძრაობის“ ტალღა, „ ვარდების რევოლუციის“ ტალღა და ახლა უკვე "ივანიშვილის სისტემის დანგრევის ტალღა,“- განაცხადა რულოვსმა.