19 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
„ეს არ იყო სპეცოპერაცია დაგეგმილი, რომ გათვლილი ყოფილიყო, ასე მოხდებოდა, ისე მოხდებოდა" - გომელაური პანკისის მოვლენებზე საუბრობს

„რა თქმა უნდა, მთავარი თემა დღეს პანკისის თემა იყო,“ - ეს განცხადება სუს-ის ხელმძღვანელმა პარლამენტში, რამდენიმესაათიანი მოსმენის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

გომელაურის განცხადებით, პანკისში 21 აპრილს განვითარებული მოვლენები ცუდი ფაქტი იყო და ამას შესაბამისი ანალიზი სჭირდება. როგორც სუს-ის უფროსი აღნიშნავს, ხეობაში განსაკურებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალები მუშაობდნენ.

გომელაური იზიარებს შს მინისტრის შეფასებას, რომ პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები გარკვეულწილად შეცდომა იყო.

„პანკისზე ვისაუბრეთ ძალიან ბევრი, არა მარტო იმ დღის თემები, სხვა საფრთხეები, რაც იყო მანამდე, იგივე სირიის მიმართულება და ა.შ... ეს არ იყო სპეცოპერაცია დაგეგმილი, რომ ეს გათლილი ყოფილიყო, ასე მოხდებოდა, ისე მოხდებოდა...მას შემდეგ, რაც მოხდა დაძაბვა, მას შემდეგ მოხდა უკვე შეყვანა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის. ეს იყო სულ, იქ მერე როგორ განვითარდა თემა, ამას ანალიზი უნდა გაუკეთდეს. ან უფრო მეტი უნდა შეეყვანათ, პირობითად, შეგვეყვანა ერთად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, სადაც უნდა გამოსულიყვნენ, შესულიყვნენ, ეს სხვა თემაა, ანალიზია გასაკეთებელი, რა თქმა უნდა, ცუდი ფაქტი მოხდა და ის, რომ ჩართულები ვიყავით, რა თქმა უნდა, ჩვენც ჩართულები ვიყავით, იმიტომ, რომ ის მიმართულებაა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ჩვენც ვზრუნავთ და ასევე, ჩვენ შსს-ს გარეშე ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, ასევე ერთი ორგანიზმია, ხაზს მე სულ ვუსვამ ამ მიმართულებას, შსს-ს და უსაფრთხოების სამსახურს, ის, რომ ჩვენ არ ვიყავით ჩართულები ან ისინი არ იყვნენ თემაში, რა თქმა უნდა, ჩართულები ვიყავით,“ - აღნიშნა გომელაურმა.

სუს-ის ხელმძღვანელი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას გახარიასთან დაპირისპირება აქვს, უარყოფს.

„მე და გიორგი პიროვნულად ძალიან კარგი მეგობრები ვართ, ეს არის ჭორები, რა თქმა უნდა,“ - განაცხადა გომელაურმა.

რაც შეეხება პანკისის ხეობასთან დაკავშირებულ სხვა თემებს, მათ შორის, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებას, ამაზე გომელაური ამბობს, რომ პროკურატურამ უნდა გასცეს ახალგაზრდის ოჯახის კითხვებზე პასუხი. 

დღის ამბები