18 აპრილი 2024,   14:41
ვრცლად
ტრაგედია მეტრო „სარაჯიშვილში“ - 20 წლის ახალგაზრდა დიდი სიჩქარით მოძრავ ვაგონს ჩაუვარდა და დაიღუპა

ტრაგედია მეტრო „სარაჯიშვილში“ - გიორგი ბადალაშვილის ოჯახის წევრები შოკში არიან. თბილისის ერთ-ერთი ბანკის 20 წლის თანამშრომელი დილით სახლიდან გავიდა, ავჭალიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ ჩავიდა და მოულოდნელად დიდი სისწრაფით მოძრავი, მეტროს ლიანდაგებში გადახტა.

გიორგი ბადაშვილი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. თვითმხილველები ყვებიან, რომ ბიჭი საბედისწერო ნაბიჯამდე მეტროსადგურში საეჭვოდ იქცეოდა და ნერვიულობდა. მოქალაქეების თქმით, ის სადგურში მატარებლის შესვლას ელოდა, ხოლო, როდესაც ლიანდაგებში გადახტა, მემანქანემ დამუხრუჭება ვეღარ მოასწრო.

ტრაგიკული შემთხვევის გამო დღეს მეტროს მუშაობა პარალიზებული იყო. ოთხი სადგური, რომელიც მგზავრთა განსაკუთრებული ნაკადით გამოირჩევა, თითქმის სამი საათის განმავლობაში დაკეტეს. ადგილზე გამომძიებლების და ექსპერტ-კრიმინალისტების რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა.

მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ავტორი: ნათია ჟამერაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები