გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ზუგდიდში, სანდრა რულოვსი, ლალი ოგანესოვას ოჯახს ესტუმრა, რომლის განცხადებით, განსხვავებული პოლიტიკური პოზიციების გამო, მის ოჯახს დევნიან და ამის გამო, სამსახურიდანაც გაათავისუფლეს.
ოგანესოვას 2017 წელს სახლი დაეწვა, მერიამ კი დახმარებაზე უარი უთხრა. ადგილობრივმა მაჟორიტარმა ის ნაციონალური მოძრაობის ოფისში გადაამისამართა.
სანდრა რულოვსის განცხადებით, მისი გამარჯვების შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი უარს იტყვის პოლიტიკური ნიშნით ადამიანების შერჩევაზე და ქვეყნის წარმატების პროცესში ყველა ერთად ჩაერთვება.