19 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
"ბევრი პრობლემა არის ჯანდაცვის კუთხით, რისთვისაც გჭირდება თბილისში წასვლა... ეს ზუგდიდელების ბიუჯეტს აღემატება" - სანდრა რულოვსი

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. სანდრა რულოვსმა ჯანდაცვის კუთხით არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრის დროს ისაუბრეს იმ სერვისების დეფიციტზე, რომელიც ადგილობრივებს აწუხებთ. 

სანდრა რულოვსი ამბობს, რომ სერვისების არარსებობის გამო, ზუგდიდელებს ხშირ შემთხვევაში დედაქალაქში უწევთ სამკურნალოდ წასვლა. ეს კი დიდი ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

„ძალიან ბევრი პრობლემა არის ჯანდაცვის კუთხით, რისთვისაც გჭირდება თბილისში წასვლა. ეს ნიშნავს არა მარტო სამკურნალო ხარჯს, ან წამლის ხარჯს იმიტომ, რომ იშვიათობაა, ყველაფერი იყოს დაფარული, ეს ასევე ნიშნავს ბინის ქირაობას, ტრანსპორტირებას და კვებას და ეს უკვე ზუგდიდელების ბიუჯეტს აღემატება ბევრად და ჩვენ უნდა ვცადოთ, რომ ყველა სერვისი მიიღონ აქ, ადგილზე და რომ კადრებიც მომზადდეს შესაბამისად,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

დღის ამბები