19 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლო ფაშინიანის პრეს-მდივანი თბილისშია

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლო ფაშინიანის პრეს მდივანი თბილისშია. ვლადიმერ კარაპეტიანი მედიარედაქტორებს და პოლიტიკურ ანალიტიკოსებს შეხვდა.

ქართველი და სომეხი კოლეგები ოვანეს თუმანიანის სახლში შეიკრიბნენ. საუბრის მთავარი თემა სომხეთს და საქართველოს შორის ურთიერთობები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები იყო.

„ძალიან მოხარული ვარ რომ ისევ ჩამოვედი თბილისში. აქ სომხეთის პრემიერ-მინისტრს წარმოვადგენ და მაქვს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა შევხვდე მედიის წარმომადგენლებს. ძალიან მიხარია რომ ვიყავი ოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმში სადაც მსგავსი შეხვედრები ტრადიცია იყო. სასიამოვნოა რომ მედიის წარმომადგენლებთან საინტერესო დისკუსია გვაქვს,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, ვლადიმერ კარაპეტიანმა.

პოლიტოლოგი, გელა ვასაძე ორი ქვეყნის მჭიდრო ურთიერთობის აუცილებლობაზე საუბრობს.

 

დღის ამბები