19 ნოემბერი 2024,   05:20
ვრცლად
მარნეულის რაიონის სოფელ გუშწუს მოსახლეობა სტადიონის გასხვისებას აპროტესტებს

მარნეულის რაიონის სოფელ გუშწუს მოსახლეობა სტადიონის გასხვისებას აპროტესტებს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სათამაშო მოედანი მათგან ფარულად გაიყიდა და მომხდარში მმართველ გუნდი ადანაშაულებს.

მოსახლეობას მხარდაჭერა გამოუცხადეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. აქციაზე იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ ადგილობრივი წარმომადგენლებიც, მოხდა მცირე დაპირისპირება.

„აპროტესტებენ აქაური ხალხი, რომ ჩვენ სამი წელია ამ სტადიონზე ვერ შევდივართ, რომელიც მანამდე იყო ჩვენი სტადიონი, სულ ვთამაშობდით, მაგრამ დღეს ვერ შევდივართ იმის გამო, რომ ეს მიწები უკვე გაყიდულია ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან“ - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, აგილ მუსტაფაევმა.

სოფელ გუშწუში, ადგილობრივების პროტესტს გაეცნო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზურაბ მელიქიშვილი.

„აღარ სტადიონი არ აქვთ, არაფერი არ აქვთ და ეს არის ვიღაცაზე მიცემული. თვითონაც არ იციან. ამბობს, რომ ჩემ დროსაც არ იყო, სამი წლის წინ გაყიდესო. სამი წლის წინ ვიღაცა მოვიდა, არც უკითხავთ ამ ხალხისთვის არაფერი. ეს არის ამათი დამოკიდებულება, ესენი უნდა დამთავრდნენ მალე“ - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

დღის ამბები