19 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
„არც გაზი გვაქვს და არც ნავთობი, მაგრამ გვაქვს კულტურა“- სალომე ზურაბიშვილი

„თუ ცნობადობა არსებობს საქართველოსი დღეს უცხოეთში და პირველ რიგში ევროპაში, სწორედ კულტურულად არსებობს საქართველო,“- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა “Sheraton Metekhi palace”-ში გამართულ საქართველო-ევროპის კონფერენციაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის კულტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს კულტურული თვალსაზრისით დიდი პოტენციალი გააჩნია.

„თუ ცნობადობა არსებობს საქართველოს დღეს უცხოეთში და პირველ რიგში ევროპაში, სწორედ კულტურულად არსებობს საქართველო და ეს არის ჩვენი ძალიან დიდი ძალა, ძალიან დიდი მონაპოვარი ამ საუკუნეების და ძალიან დიდი რესურსი, ჩვენ რესურსებზე როცა ვლაპარაკობთ, არც გაზი გვაქვს და არც ნავთობი, მაგრამ გვაქვს კულტურა და ეს ჩანს ყოველდღიურად, რომ ამ კულტურით გადის პატარა ქვეყანა, რომელიც 5 მილიონსაც არ აღწევს, ეს ნიშნავს, რომ არის ძალიან დიდი პოტენციალი,“- განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღის ამბები