19 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
ქართველი ერის არჩევანია, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი - პრემიერი 

„ნებისმიერი ჩვენი სტუმრისთვის, პირველივე შეხედვით თვალსაჩინო და ნათელია ქართული კულტურის იდენტობა ევროპულ კულტურასთან,“- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ „Sheraton Metekhi Palace“-ში  გამართულ  კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს და ევროპის შემოქმედებითი მომავლის განვითარებას ეხებოდა, ქართული კულტურის ისტორიულობაზე ისაუბრა.

”ქართველი ერის არჩევანი გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, ეს არის ცივილიზაციური არჩევანი ამ მიზეზის გამო. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფორუმით დაიწყება დიალოგების სერია, რომელიც შეკრებს სხვა და სხვა ევროპულ კულტურას და ევროპულ კულტურათა ამ მრავალფეროვნებაში წარმოადგენს ქართული კულტურის, ქართულ-ევროპული კულტურის როლს,“- განაცხადა ბახტაძემ.

კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი ესწრებოდნენ. ჰარცელის განცხადებით, კულტურული თანამშრომლობა საქართველო-ევროკაშირის ურთიერთობის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც მომდევნო წლებში კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს.

„მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის დაწყება. ჩვენ გვჭირდება მეტი საქართველო ევროპაში და მე ყოველდღიურად ვიბრძვი, რომ მივაღწიო მეტ ევროპას საქართველოში. საქართველოს გააჩნია ყველანაირი შანსი, რომ გახდეს მართლა ძლიერი სახელმწიფო თავისი მდიდარი და უნიკალური კულტურის, შესანიშნავი მემკვიდრეობის, შემოქმედებითი წარმოების, საოცარი ბუნების, ღვინის დაყენების ტრადიციისა და უგემრიელესი სამზარეულოს წყალობით. კულტურული თანამშრომლობა და გაცვლა უკვე არის ევროკავშირი საქართველოს ურთიერთობის ნაწილი და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ ის კიდევ უფრო გაფართოვდეს მომდევნო წლებში,“- განაცხადა ჰარცელმა.

დღის ამბები