19 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
შუალედური არჩევნები - ოპოზიცია გაყალბების თავიდან ასაცილებლად პარტიული დამკვირვებლებისთვის ტრენინგს აგრძელებს 

შუალედური არჩევნები - გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების გაყალბების თავიდან ასაცილებლად, ზუგდიდში პარტიული ორგანიზაციების დამკვირვებლების ტრენინგებს აგრძელებს.  ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ზუგდიდის მერის არჩევნებს მთელი საქართველოდან 5000-მდე ადამიანი დააკვირდება.

ენმ-ს წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბების და ამომრჩეველზე ზეწოლის ყველა მექანიზმი იქნება გამოაშკარავებული და აღკვეთილი.

„გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი გადადის საარჩევნო დღისადმი მომზადების აქტიურ ფაზაზე. პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ჩვენი წარმომადგენლების, ჩვენი კომისიის წევრების მომზადება და დატრენინგება იმისათვის, რომ აღვუდგეთ წინ იმ გაყალბების მანქანას, რომელსაც ამზადებს ტრადიციულად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თამადობით ადგილობრივი საარჩევნო ადმინისტრაცია და ხელისუფლება „ქართული ოცნების“ სახით. არჩევნების დღეს საარჩევნო პროცესებს და უბნებს და გავამაგრებთ უბნებს იმისათვის, რომ არ დავუშვათ გაყალბება და თითოეული ზუგდიდელის ხმა იყოს გადამწყვეტი,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

დღის ამბები