ნეიტრალიტეტს ძალიან ბევრი მომხრე ეყოლება „ოცნებაში“ - ეს განცხადება, მმართველი გუნდის ყოფილმა წევრმა, დეპუტატმა მირიან წიკლაურმა გააკეთა.
მირიან წიკლაური სპორტის სასახლეში გამართულ ყრილობაზე გახმოვანებულ მთავარ გზავნილზე - „სამხედრო მიუმხრობლობა“ – „ნეიტრალიტეტზე“, საუბრისას აცხადებს, რომ ინიციატივას ქვეყანაში ძალიან ბევრი მომხრე ჰყავს, მათ შორის მმართველ გუნდში.
მირიან წიკლაური ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა უნდა დაიწყოს და მსჯელობისას ქვეყანამ მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტი უნდა გაითვალისწინოს.