19 ნოემბერი 2024,   06:20
ვრცლად
სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილედ ინიშნება ივანიშვილის ოჯახის წევრი - ირაკლი აბესაძე შენგელი ფიცხელაურზე საუბრობს

ივანიშვილების ოჯახის ახლობლის, შენგელი ფიცხელაურის სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშვნას ოპოზიციაში კრიტიკულად აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტებისთვის მიუღებელია ნებისმიერი პირის დანიშვნა მაღალ თანამდებობებზე ნეპოტიზმით.   

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ უსაფრთხოების სამსახურში გავლენიანი ფიგურები ივანიშვილის გარემოცვის წევრები არიან. ეს კი, დეპუტატის შეფასებით, ხელისუფლების შენარჩუნებას ემსახურება და არა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

„სუს-ის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსია, მისი პირველი მოადგილე "ქართუ ჯგუფის" ერთ-ერთი დირექტორია. ახლა სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილედ ინიშნება ივანიშვილის ოჯახის წევრი და თუ არის საზოგადოებაში ვინმე, ვისაც დარჩება ილუზია, რომ ეს სამსახური იზრუნებს საზოგადოების უსაფრთხოებაზე და არ იზრუნებს ივანიშვილის ოჯახის და "ქართული ოცნების" პირად უსაფრთხოებაზე, მათ პოლიტიკურ უსაფრთხოებაზე და ხელისუფლების შენარჩუნებაზე. სწორედ ეს არის, რაც ანგრევს ამ ინსტიტუტის ავტორიტეტს და მნიშვნელოვნად ამცირებს მის შესაძლებლობებს, რეალურად იბრძოლოს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და გაუმკლავდეს შესაბამის გამოწვევებს,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

შევარდნაძის მმართველობის ჩინოვნიკი, შენგელი ფიცხელაური, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს მომავალში „ოცნების“ ხელისუფლებაში ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი გახდება, ადასტურებს, რომ ივანიშვილის ოჯახის ახლობელია.

"კურიერის" ინფორმაციით, სუს-ის უფროსის მოადგილედ შენგელი ფიცხელაური ინიშნება. ის უშიშროების სამსახურში, საგამოძიებო მიმართულებას 1998 წლამდე ხელმძღვანელობდა. ფიცხელაურმა საზოგადოებას თავი "რუსთავი2"-ს წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიებით და სპეცოპერაციებით დაამახსოვრა.

ამავე თემაზე
დღის ამბები