19 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
"მე რაც ვთქვი ამ კონფლიქტზე, ეს იყო ის მაქსიმუმი, რის თქმასაც ვაპირებდი“ - გიორგი ქობულია

„მე არ მესმის რას ნიშნავს ცუდი მართვა და ვერავინ ამიხსნა რა შენიშვნები ჰქონდათ,“ - ასეთია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განმარტება კითხვაზე, "რატომ გაუშვეს ის თანამდებობდან." 

„კურიერთან“ კიდევ ერთ ინტერვიუში დღეს ქობულიამ კიდევ ერთხელ ახსენა სიტყვა "კონფლიქტი," თუმცა ის აცხადებს, რომ ამ კონფლიქტის დეტალების საჯაროდ განხილვას არ აპირებს.

„მე ეს არ მესმის, რას ნიშნავს, სამინისტროს ცუდი მართვა, მე ეს ვერ ამიხსნეს და თუ ვინმე დაინტერესებული არის იმითი, თუ როგორ ვმართავდი მე სამინისტროს, თუ რა შედეგები მქონდა მე, რა ხედვები, რა გეგმები მქონდა და რას ვაკეთებდი, მე ეს ანგარიშში შემიძლია წარვადგინო. მე რაც ვთქვი ამ კონფლიქტზე, ეს იყო ის მაქსიმუმი, რის თქმასაც ვაპირებდი და რის თქმაც მე კორექტულად მიმაჩნია. ამაზე მეტს ვერ ვიტყვი. არც ამ ეტაპზე და არც მომავალში, იმიტომ რომ მე გონია, რომ ამაზე მეტი რომც ვთქვა კიდეც, ეს არ წაადგება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები