გიორგი გახარია მერის არჩევნებამდე 13 დღით ადრე ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში, რევაზ ფანცულაიას ოჯახში სოფლის მცხოვრებლებს შეხვდა.
ამ სოფელში ყველა ბოლო ჩატარებული არჩევნებისას "ქართული ოცნება" ოპოზიციასთან დამარცხდა. ოპოზიციურად განწყობილ სოფელში გახარიას და ადგილობრივებს შეხვედრა სუფრასთან დაახლოებით 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
150 კაციანი სუფრას "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია, სხვადასხვა რაიონის გამგებლები და ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მედია რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა მინისტრისგან პასუხი მიეღო შეკითხვაზე მიიღეს თუ არა შეხვედრის მონაწილეებმა მონაწილეებმა პოლიტიკური დავალებები, თუმცა გიორგი გახარიამ ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.
მერობის სამთავრობო კანდიდატის, გეგა შენგელიას განცხადებით კი, შეკრება მხოლოდ გიორგობის დღესასწაულის აღნიშვნას ეხებოდა და პოლიტიკაზე საუბარი არ ყოფილა. შეხვედრაზე დასწრების საშუალება ოპოზიცის მხარდამჭერებს არ მიეცათ.
„არავითარი დირექტივები,იყო ჩვეულებრივი ქართული სუფრა, სადაც ერთმანეთს მივულოცეთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული. არავინ არ გაქცეულა, ნებისმიერ შეკითხვაზე ბატონი გიორგი თავად გასცემს პასუხს.
ყველგან სიღრმეებსა და სირთულეებს ნუ ეძებთ, მარტივად შევხედოთ ყველაფერს,ეს იყო ჩვეულებრივი სუფრა,“-ამბობს შენგელია.