23 აპრილი 2024,   15:45
ვრცლად
"გეშინოდეთ ჩახშობილი "რუსთავი 2-ის" - გრიგოლ ვაშაძის თქმით, ოპოზიცია ტელევიზიის დასაცავად პროტესტის უკიდურეს ფორმებსაც კი მიმართავს

„რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ დაწყებულ მორიგ შეტევას გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ეხმაურება. გრიგოლ ვაშაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე სამაუწყებლო კომპანიის 9 %-იანი წილის მფლობელი,  ნინო ნიჟარაძის სარჩელს Fake უწოდა.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, ნიჟარაძის მოთხოვნის უკან, რომ დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციის სახით 26 მილიონი მიიღოს, პოლიტიკურ კონტექსტს ხედავს. გრიგოლ ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“, კერძოდ კი ბიძინა ივანიშვილის სურვილია, რომ ქვეყანაში განსხვავებული აზრი და დამოუკიდებელი მედია გააჩუმოს.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მთელი ოპოზიციური სპექტრი "რუსთავი 2"-ის დასაცავად პროტესტის უკიდურეს ფორმასაც კი მიმართავს.

„ძალიან მძიმე თემაზე მოგვიწევს ბრიფინგის გაკეთება. საარჩევნო კამპანიაში დაშინების, მოსყიდვის, შანტაჟის პარალელურად, ე.წ, ხელისუფლებამ, სინამდვილეში კი ბიძინა ივანიშვილს კრიმინალურმა დაჯგუფებამ ახალი შეტევა დაიწყო სიტყვის თავისუფლებაზე და სიტყვის თავისუფლების რუპორ - "რუსთავი 2-ზე". "რუსთავი 2-ის" მთელი ქონების დაყადაღების და სტრასბურგში რუსთავი 2-ის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ ე.წ. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რევანში აიღოს.

Image may contain: 1 person

„კონსტიტუციით არგათვალისწინებულმა ივანიშვილის საოკუპაციო რეჟიმმა 7-წლიანი მმართველობის თავზე საქართველო სამი უმწვავესი კრიზისით დააჯილდოვა - პოლიტიკური, სადაც ერთ მხარეს ე.წ. ხელისუფლებაა, ხოლო მეორე მხარეს - საზოგადოება, სოციალური, რაც მასობრივ ემიგრაციაში გამოიხატა და დაცარიელებული სოფლები და ქალაქები დაგვიტოვა, გაღატაკებული, გაუბედურებული, დაჩაჩანაკებული საქართველოს მოქალქე, ეკონომიკური, როდესაც ქვეყნისთვის საჭირო ყველა პროგრესული კარგად გათვლილი, მოფიქრებული, დასაბუთებული ეკონომიკური პროექტი გაჩერებულია, ხოლო ეკონომიკის ზრდის ტემპები კრიტიკას ვერ უძლებს.

"ამ კატასტროფის დროს ბიძინა ივანიშვილის საოკუპაციო რეჟიმს დარჩა ერთი - დაუპირისპირდეს საზოგადოებას, გააძლიეროს ოპოზიციის დევნა და მაქსიმალურად ეცადოს, ერთი-ორი შემორჩენილი სიტყვის თავისუფლების რუპორების ჩახშობას, სადაც "რუსთავი 2" თუ ყელაზე წამყვანი არა, ერთ-ერთი ყველაზე წამყვანია. მას სურს, Fake სარჩელით "რუსთავი 2" ჩაიგდო ხელში და Fake ნიუსების კიდევ ერთ ფაბრიკად გადააქციოს. ე.წ. ხელისუფლებას მინდა, ვუთხრა, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი, ყველა ოპოზიციური პარტია, მთელი საზოგადოება "რუსთავი 2-ს" დაიცავს. გეშინოდეთ უფრო გათიშული, ჩახშობილი "რუსთავი 2-ის", ვიდრე "რუსთავი 2-ის", რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობებს ასრულებს იმიტომ, რომ მივმართავთ პროტესტის ყველა ფორმას, მათ შორის უკიდურეს ფორმებს. არ დაგანებებთ, რომ საქართველო მთლიანად დაემსგავსოს თქვენს სათაყვანებელ რუსეთის ფედერაციას,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები