პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული ახალგაზრდის დედა სუს-ის ხელმძღვანელთან, ვახტანგ გომელაურთან, შეხვედრას ითხოვს.
მედიკო მარგოშვილი ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან იმყოფება.
სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის ახალგაზრდის დედას იმედი არ აქვს, რომ მოახერხებს გომელაურთან შეხვედრას, თუმცა, მაინც ელის უსაფრთხოების სამსახურისგან პასუხს.
მედიკო მარგოშვილი სწორედ სუს-ის ხელმძღვანელობას ადანაშაულებს მისი შვილის მკვლელობაში, რადგან მისი თქმით, სწორედ ამ სამსახურმა დაგეგმა პანკისში სპეცოპერაცია.
მარგოშვილის ინფორმაციით, ამ წუთებში, მაჩალიკაშვილების ოჯახის ახლობლები იმყოფებიან დაკითხვაზე, თუმცა, რა საკითხთან დაკავშირებით დაიბარეს ისინი საგამოძიებო უწყებამ, მისთვის უცნობია.
მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკიხვაზე დღეს იყო დაბარებული, თუმცა, არ მივიდა. მისი თქმით, რამადანის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისმა ადვოკატებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართეს და გამოკითხვის გადადება რამადანის დასრულებამდე ითხოვეს. თუმცა, სუს-ის გამომძიებლებისგან უარი მიიღო.
EMC ძალოვან უწყებას მოუწოდებს. არ გამოიყენოს იძულების მექანიზმი და რამადანის დასრულებას დაელოდოს.