19 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
რაც ვნახეთ ბოლო არჩევნებზე, არის პირდაპირი საფრთხე არამხოლოდ დემოკრატიისთვის, არამედ უსაფრთხოებისთვისაც - ბოკერია ევროკავშირის მკაცრ წერილს აფასებს

ევროკავშირის ელჩების ერთობლივი მკაცრი წერილი საქართველოს ხელისუფლებას - მმართველ გუნდში წერილის არსებობას მალავენ, ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ  „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებენ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მკაცრი გზავნილი მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობაში სერიოზული ხარვეზებია.

ბოკერია ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა გარკვეული კონსესუსის მისაღწევად ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან უნდა იმსჯელოს, თუმცა ვითარება იმდენად მძიმეა, რომ ხელისუფლებას დიალოგის დაწყებაზეც არ უზრუნვია.

„ის რომ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორები ჩვენი მეგობრები საჭიროდ თვლიან ამ გზავნილის გაკეთებას, თავისთავად მანიშნებელია პრობლემის სიღრმის, იმიტომ რომ ეს პრობლემა არსებობს საქართველოში, ისინი იმიტომ აკეთებენ ამ გზავნილს, რომ ქართულ საზოგადოებას აქვს პრობლემა ხელისუფლების პოლიტიკის გამო. თუ ჩავხედავთ შინაარსს, ის ემთხვევა ერთი-ერთში დემოკრატიული ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადობის მიერ წამოჭრილ პრობლემებს, რომელიც არის, რაც ვნახეთ ბოლო არჩევნებზე და განსაკუთრებით მეორე ტურში პირდაპირი საფრთხე არამხოლოდ დემოკრატიისთვის, არამედ უსაფრთხოებისთვისაც, ამიტომ ყველაზე აღსანიშნავად რომ გამოვყო, უნდა იყოს რაღაც კონსესუსი მაინც პასუხისმგებლობის მქონე ამ პროცესის მონაწილეებთა შორის, დემოკრატიულ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. რამდენად მძიმეა ვითარება იმით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ დღემდე დიალოგის პროცესიც კი არ დაუწყია მმართველ გუნდს,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები