19 აპრილი 2024,   23:02
ვრცლად
"შთაბეჭდილება არის, რომ მოქალაქე ცხოვრობს ერთ პლანეტაზე, ხელისუფლება მეორეზე" - "ძალა ერთობაშია"-ს ლიდერები ხულოში იმყოფებოდნენ

"ძალა ერთობაშია"-ს ხულოს მერობის კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძე და ოპოზიციის ლიდერები დაბა ხულოში კარდაკარზე იმყოფებოდნენ.

გაერთიანების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს და გამარჯვების შემდეგ მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას დაჰპირდნენ.

გრიგოლ ვაშაძეს განცხადებით, სახელმწიფო "გასულია მომსახურეობის ზონიდან" და ხელისუფლებას საერთოდ არ აღელვებს დაბა ხულოს მოქალაქეები რა პრობლემების წინაშე დგანან.

„ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს აქ ხალხს აქვს, აი არ ვიცი რომელ დაბაში, ქალაქში, სოფელში შეუძლია ობიექტურ დამკვირვებელს მიბრძანდეს. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ სახელმწიფო საერთოდ გასულია მომსახურეობის ზონიდან. სრული შთაბეჭდილება არის, რომ მოქალაქე ცხოვრობს ერთ პლანეტაზე, ხელისუფლება მეორე პლანეტაზე, კაციშვილს არ აღელვებს როგორ არის მოქალაქე,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები