19 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
"უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო და პრევენცია გაუკეთა უმძიმეს დანაშაულს" - პრემიერი სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილი მის ძმისშვილს ესაუბრება პრემიერი ეხმაურება. მამუკა ბახტაძის განცხადებით, როგორც გუშინ გახდა ცნობილი, სუს-მა უმძიმესი დანაშაულის პრევენცია მოახდინა.

ბახტაძე ამბობს, რომ მტკიცებულებებს პროკურატურა შეისწავლის, თუმცა ის უსაფრთხოების სამსახურის მუშაობით კმაყოფილია.

"უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო და პრევენცია გაუკეთა უმძიმეს დანაშაულს. ჩვენ ყველამ ვიხილეთ ეს გუშინ. ამასთან ერთად, პროკურატურამ გააკეთა განცხადება. იცით,რომ მასალები გადაგზავნილია და პროკურატურა სწავლობს მტკიცებულებებს, რომელსაც ბუნებრივია მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები. მე მსურს გიპასუხოთ, როგორც რიგითმა მოქალაქემ, მე გუშინ დავინახე, რომ უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო უმძიმესი დანაშაულის პრევენცია და მინდა მადლობა გადავუხადო მათ ამისთვის,“-განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, სადაც მათი მტკიცებით, პანკისში ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა , სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილე სოსო გოგაშვილზე შურისძიებას გეგმავდა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები