19 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
მონოპოლია თუ შეიქმნება ამას რუსული კომპანია შექმნის, თუ რომელიმე სხვა ქვეყნის კომპანია აზრი არ აქვს - ფხაკაძე არ ადასტურებს, რომ "როსნეფტი" "ვისოლს" შეიძენს

კრემლის ეკონომიკური ექსპანსია საქართველოში - ინფორმაციას, რომ რუსული „როსნეფტი“ „ვისოლის“ შეძენით არის დაინტერესებული  „ვისოლ ჯგუფის“ ხელმძღვანელი უარყოფს. ფხაკაძე ამბობს, რომ „ვისოლის“ გაყიდვა არ იგეგმება.  თუმცა, სოსო ფხაკაძე ადასტურებს, რომ ბაზრის სხვადასხვა მოთამაშეებთან მოლაპარაკებები მუდმივად მიმდინარეობს.  

ფხაკაძის თქმით, ბიზნესი და პოლიტიკა გამიჯნულია, ის როგორც ბიზნესმენი მზად არის დაელაპარაკოს ყველა ქვეყნის წარმომადგენელს და თუ მაგალითად რუსულ კომპანიას მისთვის მისაღები პირობა ექნება მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

"დაველაპარაკებით ყველა პოტენციურ კომპანიას, ჩვენ ბიზნესმენები ვართ. სადაც გვექნება ყველაზე კარგი პირობა მივიღებთ გადაწყვეტილებას. ის, რომ ვთქვათ რუსული კომპანია იყიდის საქართველოში თეორიულად რომელიმე ბენზინგასამართი სადგურების ქსელს. ამით ქვეყნის ეკონომიკას რა საფრთხეები შეიძლება დაემუქროს არ მესმის,“-ამბობს ფხაკაძე.

"როსნეფტის" შვილობილი კომპანია „პეტროკასი“ საქართველოში უკვე ფლობს, საწვავის ბაზრის კიდევ ერთ მსხვილ ოპერატორ „გალფს.“ თუკი ეს გარიგება მართლაც შედგება, მაშინ გამოდის რომ ქართულ ბაზარზე რუსული ენერგო კომპანიები მონოპოლისტები გახდებიან. რადგან ბენზინგასამართი სადგურების სამ მთავარ ქსელს „ლუკოილს“ „გალფს“ და „ვისოლს“ რუსულ კომპანიები გააკონტროლებენ. თუმცა, როგორც სოსო ფხაკაძე ამბობს, თუკი ბაზარზე მონოპოლია იარსებებს არ აქვს მნიშვნელობა მონოპოლისტი საქართველოში რუსეთი იქნება, თუ რომელიმე სხვა ქვეყნის კომპანია.  

„მონოპოლია თუ შეიქმნება ამას რუსული კომპანია შექმნის, თუ რომელიმე სხვა ქვეყნის კომპანია ამას ხომ აზრი არ აქვს,“-აცხადებს სოსო ფხაკაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები