19 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების კრიტიკული მოთხოვნა - საქართველოს ხელისუფლებამ საარჩევნო გარემო რადიკალურად უნდა შეცვალოს

ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების კრიტიკული მოთხოვნა - საქართველოს ხელისუფლებამ საარჩევნო გარემო რადიკალურად უნდა შეცვალოს. „კურიერისთვის“ ცნობილი გახდა იმ დოკუმენტის შინაარსი, რომელიც საარჩევნო გარემოს შესაცვლელად ევროკავშირის და ამერიკის საელჩოებმა და ევროსაბჭოს მუდმივმა წარმომადგენლობამ მოამზადეს.

პარტნიორები „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, რომ ხმების მოსყიდვა 2020 წლის არჩევნებზე აღარ დაუშვას და კანონი იმდაგვარად გამკაცრდეს, რომ მმართველმა პარტიამ ხმების მასობრივად ყიდვა ვეღარ შეძლოს.

ე.წ. vote-buying ანუ ხმების ყიდვა საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთოს დასკვნაში ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ საკითხად დასახელდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგანგებო ბრიფინგი გამართა და მმართველ გუნდს რეკომენდაციების შესრულებისკენ მოსთხოვა.

დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ მიუღებელია და არათანაბარ პირობებში აყენებს პარტიებს შემოწირულობის ის ფორმა, რომელიც აქამდე მოქმედებდა და რომლის მიხედვითაც, მოქალაქეების თანხებს მხოლოდ ერთ პარტიას - „ქართულ ოცნებას“ სწირავდნენ. ქვეყნის მთავარი მოკავშირეები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან ითხოვენ, რომ ამომრჩეველზე ზეწოლა და შურისძიების მცდელობები დასრულდეს და ამის უზრუნველსაყოფად კი კანონი შეიცვალოს.

საერთაშორისო მოკავშირეები საარჩევნო აგიტაციის წესის ცვლილებას ითხოვენ. მთავარი რეკომენდაცია კი საჯარო მოხელეებისთვის აკრძალვის დაწესებაა, რომ მათ „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელებში თუ სხვა საჯარო სივრცეში კამპანიაში ჩართვა ვერ შეძლონ.

ქვეყნის პარტნიორების მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ე.წ. კოორდინატორების საკითხზეც არის საუბარი. პარტნიორების აზრით, კოორდინატორებისთვის ამომრჩეველთა სიაზე წვდომის აკრძალვა და უბნებთან ამომრჩევლის კონტროლი მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოს უნდა დაექვემდებაროს.

დღის ამბები