19 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
"მოღალატე" - პრეზიდენტი ვაკის პარკიდან შეძახილებით გააცილეს

პრორუსული მარშის ჩავლის შემდეგ ვაკის პარკში ხმაური პრეზიდენტის გამოჩენას მოჰყვა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს ვაკის პარკში  „მოღალატეს“ შეძახილებით შეხვდნენ და ამავე შინაარსის რეპლიკებით გააცილეს.

სალომე ზურაბიშვილი ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად იმყოფებოდა. პრეზიდენტმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო და ჟურნალისტების დამატებით შეკითხვებს აღარ უპასუხა.

„მინდა ვთქვა, რომ სამწუხარო არის, რომ ეს დღე იმის მაგივრად, რომ იყოს დღე პატივისცემის, ყველა იმ გმირებისთვის, რომელიც ყველა ომებში დაიღუპა და რომელსაც ყველა ქართველებს  სჯეროდათ, რომ იბრძოდნენ თავისუფლებისთვის და თავიანთ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ეს იყო ყველა მათი,  სადაც არ იყვნენ, აქა იმ ომის დასასრულს,  თუ ტყვეებად ჩავარდნილი გერმანელებთან, თუ ემიგრანტები, რომლებიც იბრძოდნენ თავიანთი გაგებით ასევე საბჭოთა დამპყრობლების წინააღმდეგ, მე მინდა, მათი ხსოვნა იყოს და მათი პატივისცემა დღეს,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღის ამბები