19 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
ივანიშვილი ამჯერად აწყურის ღვთისმშობლის ტაძარში ჩავიდა - "ოცნების" თავმჯდომარე სარესტავრაციო სამუშაოების შეუზღუდავად დაფინანსების პირობას დებს 

ბიძინა ივანიშვილის ფონდი "ქართუ" აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაციას 13 მილიონი ლარით დააფინანსებს.​ კომპლექსი "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დღეს მეუფე თეოდორესთან ერთად მოინახულა. "ქართუში" ამბობენ, რომ მიმდინარე წელს ძეგლების აღსადგენად 20 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ივანიშვილმა სასულიერო პირს, სარეაბილიტაციო თანხების შეუზღუდავად დაფინანსების შეუზღუდავად გაცემის პირობა მისცა. გარდა ამისა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ტაძრის რესტავრაცია დაჩქარებულ დროში მოითხოვა. 

„ძეგლებს შეუზღუდავად ვაფინანსებთ, მოსწრება უნდა, რომ არ ჩამოიშალოს. სიძველეები მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ეს კიდევ ერთი პროექტია, რომლის შესახებაც ივანიშვილი შუალედურ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ალაპარაკდა. არადა წინა, ასეთივე შემთხვევას, რომელსაც სამეგრელოში ჰქონდა ადგილი, უკვე აფასებენ, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვას.

42 მეტრის სიმაღლის ტაძრის რესტავრაცია 2016 წელს დაიწყო. უკვე ამოყვანილია კედლები, ახლო მომავალში დაიწყება გუმბათის დაშენება.

 

დღის ამბები