19 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
საია ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს, ცესკო უნდა დაინტერესდეს - შალვა შავგულიძე

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ანგარიშს, სადაც ნათქვამია, რომ მმართველი გუნდი შუალედური არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს და საბიუჯეტო სახსრებს უკანონოდ იყენებს მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე ეხმიანება.

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან ”ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები” ამბობს, რომ ცესკო უნდა დაინტერესდეს ანგარიშში მოხვედრილი ფაქტებით,რომელიც მმართველი გუნდის გარდა „გირჩის“ მიერ კანონის დარღვევასაც ეხება.

„საიამ აღნიშნა რამდენიმე ფაქტი. ეს არის რამდენადაც მახსოვს, „ქართული ოცნების“ და „გირჩის“ მხრიდან სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები. ამ ფაქტებზე უნდა იმსჯელოს ცესკომ. თუ ეს დადასტურდება, შესაბამისი რეაგირება იქნება,“- განაცხადა შალვა შავგულიძე.

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები