19 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
ლადო კახაძე ქალაქის განვითარების ფონდისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივით გამოდის 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას ზემო მთაწმინდაზე, სულხან საბას სახელობის სკვერში შეხვდა.

ლადო კახაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ევალება ნებისმიერ მაჟორიტარს საკანონმდებლო სივრცეში მიიტანოს და ფორმა მისცეს იმ სატკივარს ნორმატიული აქტის სახით, ანდა კონკრეტულ, ინდივიდუალურ შემთხვევაში თავისი თავი, როლი და ადგილი დაინახო  როგორ გამოვიდეს არსებული მდგომარეობიდან, სად დაეხმაროს მოსახლეს. ქალაქის განვითარების ფონდს მე შევთავაზე სახელში ერთი ცვლილება შევიტანოთ, „ქალაქის გადარჩენის და განვითარების ფონდი“ დავარქვათ და მისი დაფინანსების გაზრდა, როგორც მიზნობრივი ტრანსფერი ცენტრალური ხელისუფლებიდან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებაში ბიუჯეტის შედგენისას გადანაწილება პრიორიტეტების კუთხით,“- განაცხადა კახაძემ.

დღის ამბები