19 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
"ზუსტად იქ ვართ, სადაც მიგვიჩინა ადგილი ივანიშვილმა" - სააკაშვილი საქართველოს გარეშე ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მემორანდუმის გაფორმებას ეხმაურება 

„ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს რეგიონში წამყვანი ფუნქცია დააკარგვინა,“ - ეს განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბაქო-თბილისი-ყარსი-ახალქალაქის რკინიგზასთან დაკავშირებით გააკეთა.

საქმე ეხება ანკარაში გაფორმებულ მემორანდუმს. თურქეთის, რუსეთისა დ აზერბაიჯანი ტრანსპორტის მინისტრებმა კი ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი ისე მოაწერეს, რომ ამ შეხვედრას ოფიციალური თბილისიდან არავინ ესწრებოდა.

მიხეილ სააკაშვილი მომხდარში "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ადანაშაულებს და ამბობს, რომ „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში რკინიგზის პროექტმა შემოსავლიანი ორგანიზაციიდან წამგებიან პოზიციებში გადაინაცვლა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი, რომელიც ამ პროექტში არ მონაწილეობდა, პროცესში თავისუფლად ჩაერთო და ამ გარიგების შედეგად რკინიგზით სარგებლობის გარდა, პრობლემებს ლაზიკის პორტსაც შეუქმნის.

„არაფერი საწყენი და არაფერი გასაბრაზებელი არ გვაქვს აზერბაიჯანელებზე და თურქებზე. მე რომ ვიყო მათ ადგილზე, მეც არ ჩავთვლიდი ამათ არაფრად. ყველა თავის თავს პატივს სცემს, ჩვენ ვართ იქ ზუსტად, სადაც მიგვიჩინა ადგილი ივანიშვილმა. ჩვენ გავხდით პატარა სოფელი, არადა ვიყავით ყველაზე მაგარი ქვეყანა რეგიონში და ასევე მსოფლიოს მასშტაბით ნომერ პირველი რეფორმატორი, ეს არის შედეგები. რუსეთი ვგკეტავს, შემოძვრა იქიდან, რათა მოგუდოს ეს და უკვე მოგუდა ლაზიკის პორტი,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

ქვეყნისთვის სტრატეგიულ ყარსი-ახალქალაქის პროექტში ოფიციალური მოსკოვი ერთვება. ანკარაში, თურქეთის, რუსეთისა დ აზერბაიჯანი ტრანსპორტის მინისტრებმა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი ისე მოაწერეს, რომ ამ შეხვედრას ოფიციალური თბილისიდან არავინ ესწრებოდა.

ანკარაში გაფორმებული შეთანხმებით საქართველოს ტერიტორიას რუსეთი სატრანზიტო დერეფნად გამოიყენებს. პრემიერი მამუკა ბახტაძე კი ამტკიცებს, რომ ეს სულ სხვა შეხვედრა იყო და საქართველო იქ არ უნდა ყოფილიყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები