19 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
მთელი ზესტაფონი მივიწყებულია - ნიკა მელია ზესტაფონის მერობის კანდიდატთან ერთად ამომრჩეველს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება "ძალა ერთობაშია"-ს ზესტაფონის მერობის კანდიდატი ბაქარ ხიჯაკაძე და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია, ქალაქის ორი უბნის ამომრჩევლებს შეხვდნენ.

ისინი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ. ადგილობრივები მთავარ პრობლემად წყალგაყვანილობასა და მოუწესრიგებელ საკანალიზაციო სისტემას ასახელებენ. მერობის კანდიდატის თქმით, 2016 წელს წყლის სისტემის გაყვანა უნდა დასრულებულიყო, თუმცა გამოყოფილი 4 მილიონი ლარი დაიხარჯა, წყლის პრობლემა კი გადაუჭრელი დარჩა. 

ნიკა მელიას განცხადებით კი,ყველაზე მძიმე ზესტაფონში არსებული უიმედობისა და უპერსპექტივობის განცდაა.

"მთელი ზესტაფონი არის მივიწყებული ხელისუფლების მიერ, ამ ყველაფერს სჭირდება ერთი რამ - ცვლილებები,"- აცხადებს ნიკა მელია. 

დღის ამბები