„გირჩის“ მიერ საკუთარ ოფისში საროსკიპო "პიონერის" გახსნას საპარლამენტო უმრავლესობაში ეხმაურებიან. „ოცნების“ წევრის, დავით მათიკაშვილის თქმით, „გირჩის“ მოთხოვნა, რომელიც პროსტიტუციის ლეგალიზებას შეეხება, არაკონსტიტუციურია.
დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ მმართველ გუნდში პროსტიტუციის ლეგალიზებასთან დაკავშირებით არ უმსჯელიათ.
„"გირჩი" ცნობილია ექსტრავაგანტული შემოთავაზებებით. ჩვენ ამ საკითხზე ცხადია, არ გვიმსჯელია. ჩემი აზრით, ეს არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო მაშინ, როდესაც კონსტიტუცია აღიარებს ოჯახს, აღიარებს სხვა ღირებულებებს. ამ საკითხის ლეგალურად დაწესება პირადად ჩემი აზრით, არაკონსტიტუციურია და მსჯელობა ამ საკითხზე არც შემდგარა", - განაცხადა მათიკაშვილმა.