19 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
„სასამართლო სისტემა საჭიროებს ინსტიტუციურ, ძალიან სერიოზულ რეფორმირებას,“- შალვა შავგულიძემ დეპუტატებს ახალი ინიციატივა გააცნო

„ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების”  მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ  დეპუტატებს  ნაფიცი მსაჯულების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები გააცნო. შეხვედრას „ევროპული საქრთველოს“  და უმრავლესობის ყოფილი წევრებიც ესწრებოდნენ.

შალვა შავგულიძის ინიციატივით, უნდა გაფართოვდეს ნაფიცი მსაჯულების საქმიანობის სფერო და მათ მიერ განსახილველი მუხლების ჩამონათვალს  რამდენიმე მუხლი უნდა დაემატოს.

„ეს არ არის საკმარისი სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, მაგრამ ეს არის ის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომლის განხორციელებაც რეალურად გვეჩვენება ახლა, ამჟამად, თუმცა სასამართლო სისტემა საჭიროებს ინსტიტუციურ, ძალიან სერიოზულ რეფორმირებას,“- განაცხადა შავგულიძემ.

შავგულიძის ინიციატივას  ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი  გიგა ბოკერიაც ეთანხმება. ბოკერიას  თქმით,  რიგით მოქალაქეებს მთავრობის არჩევის მსგავსად, მართლმსაჯულების განხორციელებაში მონაწილეობის მიღებაც უნდა შეეძლოთ.  

„ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი არის, საუკეთესო, მე ვიტყოდი, ერთადერთი გზა, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ განცდა, თან საფუძვლიანი განცდა, რომ თვითონ მონაწილეობენ მართლმსაჯულების განხორციელებაში და არის ერთადერთი მექანიზმი, რომ იყოს რეალური შეჯიბრებითობა მხარეებს შორის. ნაფიცი მსაჯულები არ საზღვრავენ იურიდიულ საკითხებს, ისინი საზღვრავენ რწმენის ამბავს და შინაგან რწმენაში პროფესიონალიზმი არ არსებობს. თუ ადამიანებს ყველა ვენდობით და არც სჭირდება ჩვენი ნდობა, რომ ბავშვები აღზარდონ და მთავრობა აირჩიონ, მათ უნდა შეეძლოთ, რომ მართლმსაჯულება განახორციელონ,“- განაცხადა ბოკერიამ.

 

 

დღის ამბები