19 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
თუ ვგეგმავდით, მაშინ ფაქტამდე დაელოდათ, რომ დაეჭირათ - მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე შევიდა 

„არ მაქვს დაკავების მოლოდინი იმიტომ, რომ არ არის არანაირი დანაშაული ჩადენილი,“ - ეს განცხადება, მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ში დაკითხვაზე შესვლამდე გააკეთა.

გომელაურის უწყება პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული ახალგაზრდის მამას, სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის დაგეგმვაში ადანაშაულებს. მაჩალიკაშვილის თქმით, დანაშაულის მცდელობაც კი არ ყოფილა, შესაბამისად, მისი და მისი ძმისშვილის დაკავების საფუძველი არ არსებობს. 

„ამათთან რამდენიმე ადამიანი ზის, ვისაც დაუშავებიათ ჩემს წინაშე, მთელი ერის წინაშე, საქართველოს წინაშე, მთელი ქისტი მოსახლეობის წინაშე, ის სისხლგასვრილი ხელებით აქ სხედან. ესენი არიან დასაჭერი, მე არაფერი ჩამიდენია,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილი.

კითხვაზე, შეესაბამება თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობს ვიდეომტკიცებულება, სადაც ჩანს რომ მისი ძმისშვილი გოგაშვილის ახლობლების საფლავზე იმყოფება, მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მსგავსი სახის ვიდეო ვერ იარსებებს. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მისი ძმისშვილი საფლავზე არ ყოფილა. 

„როცა ვნახავ, მაშინ გავცემ მაგაზე პასუხს, რატომ იყო, რისთვის იყო - 1500 საქმეა, რატომ მიდიან, რისთვის მიდიან. თუ იცოდნენ, ჩასულები იყვნენ, თუ იცოდნენ გეგმავდნენ, მაშინ იქამდე სად იყვნენ, ორი თვის განმავლობაში სად იყვნენ, მცდელობა თუ იყო სად იყვნენ. მაშინ თუ ვგეგმავდით, მაშინ ფაქტამდე დაელოდათ, რომ დაეჭირათ. ეს არის უბრალოდ ჩემი განადგურების მიზანი, განადგურდეს თემირლანის სამართალი,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დღის ამბები