დაპირისპირება ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში - გაერთიანებული ოპოზიციის წევრების საარჩევნო კამპანიის, კარდაკარის ჩაშლა სცადეს. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, მათთან სამი პროვოკატორი მივიდა, მათ შორის ერთ-ერთი, თბილისიდან საგანგებოდ ჩასული ლაშა ვეკუა იყო, რომელიც ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილეა.
მომხდარი ფაქტის გამო, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საჩივარს ზუგდიდის პოლიციაში შეიტანენ.
„კვალდაკვალ დაგვდევენ პრაქტიკულად და ცდილობენ ჩაგვიშალონ შეხვედრები. გამოირჩევიან აგრესიულობით, სიტყვიერ შეურაცხყოფებს გვაყენებენ, ცდილობენ წამოგვაგონ პროვოკაციაზე,რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში უნდა გადაიზარდოს ,ჩვეულებრივი სუს-ის აგენტები არიან. წინადადებებიც არ იცვლება, ერთი და იმავე ბრალდებებს გვიყენებენ. ფაქტია, რომ ხელისუფლება არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ასეთი მეთოდებით ცდილობს, ჩვენი კამპანია შეაფერხოს,“-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაალ უდუმაშვილი.