19 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
პანკისში მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ინვესტორებთან არის ძალიან კონკრეტული - პრემიერი

პანკისში მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენი ურთიერთობა ინვესტორებთან არის ძალიან კონკრეტული - აცხადებს პრემიერი პანკისში ჰესის მშენებლობის გამო მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაიაზროს, რომ საქართველოში ენერგეტიკის განვითარების გარეშე ვერ მოხერხდება ეკონომიკის განვითარება და სიღარიბის დაძლევა. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ პანკისში მომხდარ დაპირისპირებას არ გამოუწვევია ინვესტორების ნდობის დაკარგვა, რადგან მათან ურთიერთობა ძლიერია და მაღალ ნდობას ემყარება. 

„როცა ვსაუბრობთ პანკისზე, ჩვენ მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ჩვენ ამ ულამაზეს კუთხეში გვაქვს ისტორიულად დაგროვილი პრობლემების საკმაოდ დიდი რაოდენობა, ჩვენ ამას ობიექტურად უნდა შევხედოთ, ეს არის რეალობა. და ამ პრობლემებს სჭირდება გადაჭრა და რა თქმა უნდა, ამ პრობლემების გადაჭრა ერთ და ორ დღეში არის წარმოუდგენელი ეს უნდა მოხდეს გეგმაზომიერად,. პირადად მე მაქვს რწმენა, რომ ის განვითარების გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი, ძალიან კარგად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ობიექტურად დგას პანკისი ხეობაში.

"რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას ინვესტორებთან, ასეთი შემთხვევები არ არის კარგი. ვთქვი და გავიმეორებ, მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, თუმცა მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენი ურთიერთობა ინვესტორებთან არის ძალიან კონკრეტული, ძლიერი, ძალიან  მაღალ დონეზე,"-განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები