19 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
ემიგრანტების გაზრდილი რაოდენობა - საფრანგეთის შს მინისტრი პრემიერს და იუსტიციის მინისტრს შეხვდა

უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები - საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა უკანონო მიგრანტთა პრობლემა დღეს პრემიერ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე განიხილა. კრისტოფ კასტანერი დღესვე, იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანსაც შეხვდა.

მხარეები, საფრანგეთის ტერიტორიაზე მყოფი, საქართველოს მოქალაქეების შესახებ, ინფორმაციის უფრო ინტენსიურ რეჟიმში გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის შეფასებით, აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ შეექმნას.

„შევთანხმდით იმაზე, რომ უკეთესად გავცვლით ჩვენს მონაცემებს მათ შორის პასპორტების დარგში, რათა საფრანგეთის შესაბამისი ორგანოები უკეთესად ხედავდნენ მოცემული დოკუმენტის მფლობელი არის თუა არ გვარშეცვლილი ადამიანი, მეორედ ხომ არ ბრუნდება დეპორტაციის შენგენის სივრცეში. ვისაუბრეთ იმაზე, რომ საჭირო იქნება პრევენციის მიზნით უფრო მკაფიო და მკაცრი ნორმები არსებობდეს როცა საქმე ეხება პრობაციონერთა მგზავრობას შენგენის სივრცეში და ასევე, შეეხო იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს ავტომატიზებული საშუალებებით არა მხოლოდ საფრანგეთთან, არამედ შენგენის სივრცეში სხვა ქვეყნებთან საქართველოსთან მიმართებაში ინფორმაციების უფრო ეფექტური გაცვლა,“- განაცხადა წულუკიანმა.

დღის ამბები