19 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
როგორც ჩანს, არ იყო საკმარისი ანალიზი და მივიღეთ სამწუხარო შედეგი - გახარია პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებაზე 

შინაგან საქმეთა მინისტრი პანკისში მომხდარ დაპირისპირებას კიდევ ერთხელ ეხმაურება. გიორგი გახარია ამბობს, რომ პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირება სამწუხარო ფაქტია.

მისი თქმით, როგორც ჩანს შესაბამისმა უწყებებმა და მათ შორის შს სამინისტრომ ვერ შეძლო სწორი ანალიზის გაკეთება.

„როგორც ჩანს, სხვადასხვა უწყებების მიერ, მათ შორის შს სამინისტროს მხრიდანაც არ იყო საკმარისი ანალიზი და მივიღეთ ის შედეგი, რომელიც სამწუხაროა. რაც შეეხება ინვესტორის ინტერესებს, რა თქმა უნდა ჩვენი პირველი ნაბიჯები განპირობებული იყო ინვესტორის ინტერესების დაცვიდან არა, ინვესტორის თანამშრომლების დაცვიდან გამომდინარე და უსაფრთხოების მართლწესრიგის გარანტიიდან გამომდინარე.

მიუხედავად იმისა, რომ მე ადრე წარმოვადგენდი ეკონომიკის სამინისტროს, მე წარმოვადგენ შს სამინსიტროს და რა კრიტერიუმით ან რა პირობებში უნდა აშენდეს ჰესი, არ არის ჩემი კომპეტენცია, შს სამინსიტროს უფლებამოსილება გახლავთ ის, რომ იქ, სადაც არსებობს სახელმწიფოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა შს სამინისტრომ დაიცვას მართლწესრიგი და უსაფრთხოება ამ ხალხის. ეს არის ჩვენი ამოცანა, რასაც ვასრულებდით,თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ პასუხისმგებლობა ყველას თავის ნაწილში აქვს, ჩვენ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს და როგორც ჩანს ჩვენს ნაწილში არასაკმარისი ანალიზი იყო გაკეთებული,“- განაცხადა შს მინისტრმა.

დღის ამბები