19 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
კომპანიები ხარკს უხდიან ივანიშვილს - ოპოზიცია მმართველი პარტიის რეკორდულ შემოსავლებს ეხმაურება

მმართველი პარტიის რეკორდული შემოსავლები  შუალედური არჩევნების წინ - ოპოზიცია ეჭვობს, რომ ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებებსა და სქემებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, არჩევნების წინ ბიზნესმენები მმართველი პარტიის ყულაბაში თანხას რიცხავენ, არჩევნების შემდეგ კი ისინი სხვადასხვა პრივილეგიით სარგებლობენ.

ოპოზიციის წევრები ასევე ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისში არსებული ეკონომიკური პრობლემების ფონზე თანხას „ქართულ ოცნებას“ სწირავს.

ლევან ხაბეიშვილი-ის სურათის შედეგი„არიან კომპანიები, რომლებიც ხარკს უხდიან ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ტენდერები აქამდე მოიგეს და იგებენ, არიან კომპანიები, რომლებიც მომავალში აპირებენ, სავარაუდოდ, ბიუჯეტიდან გარკეეული თანხების მითვისებას და ამიტომ ცდილობენ, წინასაწარ მისი გულის მოგებას და ამიტომაც რიცხავენ მათ ანგარიშებზე თანხებს. მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემ, რომელსაც უამრავი ეკონომიური პრობლემა აქვს დედაქალაქში და მათ შორის მისი მოქალაქეები ერთ ლარად და 13 თეთრად იკვებებიან, პერმანენტულად, როდესაც დასჭირდება მილიარდერის პარტიას, კალაძე მზად არის, ამ შემთხვევაში 50 ათასი ლარი შესწიროს ბიძინა ივანიშვილს და მის პარტიას,“ - განაცხადა თბილსის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბვიშვილმა.

ხელისუფლების ოპონენტები ასევე ამბობენ, რომ მმართველი პარტია პარტიული დაფინანსებისთვის ბიუჯეტიდან ფულის მითვისებას აგრძელებს.

დაკავშირებული სურათი„ქართული ოცნება“ ხელების გადაგრეხვის პრინციპით აგრძელებს ბიუჯეტიდან ფულის მითვისებას პარტიული დაფინანსებისთვის. ამ მიზნით ის იყენებს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს, რომლებიც უკანაც ხშირ შემთხვევაში „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები დგანან. ზოგიერთ შემთხვევაში ამ კომპანიების მოქმედება ცხადყოფს, რომ მათი ტენდერში გამარჯვება ხშირ შემთხვეაში უკავშირდება „ქართული ოცნებისადმი“ მათ ლოიალობას და მათი მხრიდან გაღებულ 10 ათასობით და 100 ათასობით ლარს,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

მმართველი პარტიის ანგარიშზე ასობით ათას ლარს რიცხავენ ბიზნესმენები, კერძო პირები და თბილისის მერი, კახი კალაძე. თბილისი მერმა საკუთრ პარტიას 50 ათასი ლარი შესწირა. კომპანიების დიდ ნაწილს კი მმართველი პარტიის ანგარიშზე ამჯერად 100-100 ათასი ლარი შეაქვთ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები