ოფიციალურად მიმართვის შემთხვევაში გიორგი ქობულია მზადაა პარლამენტში მივიდეს და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხოს.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრის თქმით, მას სურს, რომ 8-თვიანი მუშაობის შედეგებზე, საქმიან რეჟიმში ისაუბროს.
„გაჟღერდა ასეთი წინადადება, რომ ჩემი გათავისუფლების მიზეზი იყო ის, რომ მე ცუდად ვმართავდი სამინისტროს. თუ როგორ ვმართავდი მე სამინისტროს ამ 8 თვის განმავლობაში, მე მზად ვარ მოვიდე და ანგარიში წარვადგინო,“- განაცხადა გიორგი ქობულიამ.
ყოფილმა მინისტრმა ჟურნალისტის კითხვაზე დაასახელებს თუ არა კონკრეტულ სახელებს და გვარებს, თუ ვინ უშლიდა მას საქმიანობაში ხელს, ამაზე პასუხად ქობულიამ აღნიშნა, რომ „შეიძლება მე გავაჟღერო ზოგიერთი ზოგადი საკითხი, მაგრამ რაღაც კონკრეტულ საკითხებზე მე მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ თავი შევიკავო.“