19 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
საქართველოში შემოწმებული ყოველი მეორე კლინიკა დარღვევებით მუშაობს - აუდიტის სამსახურის საგანგაში დასკვნა

საქართველოში შემოწმებული ყოველი მეორე კლინიკა დარღვევებით მუშაობს. სწორედ ასეთი პირობები ინფექციური დაავადებების C ჰეპატიტის, შიდსისა და ტუბერკულოზის გავრცელების მთავარი წყაროა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოამზადა დასკვნა საქართველოში ინფექციების კონტროლის შესახებ. აუდიტი კლინიკების კონტროლის გამკაცრების და ინფექციების კონტროლის ერთიანი სტრატეგიის შექმნის აუცილებლობას საკანონმდებლო დონეზე ითხოვს.

სტაციონარებში ხშირია საშარდე გზების ინფექციებისა და პნევმონიების გადატანაც. დარღვევების აღმოჩენისას კლინიკა გაფრთხილებას იღებს, გამოუსწორებლობის შემთხვევაში კი საქმეში მარეგულირებელი ერთვება. ამ მოდელს "მხარდამჭერი შემოწმება" ჰქვია, რასაც ჯანდაცვის უწყებაში კლინიკების წახალისებით ხსნიან.

აუდიტის რეკომენდაციები უკვე გადაეგზავნა ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა ჯერ კიდევ 2016 წელს ინფექციების კონტროლის ერთიანი სტრატეგიის შექმნის რეკომენდაცია საქართველომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან უკვე მიიღო.

ჯანდაცვის სამინიტროში ამბობენ, რომ სტრატეგიაზე უკვე მუშაობენ, რომელიც ქვეყანაში 2020 წლიდან ამოქმედდება.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები