„ქართული ოცნების“ ყულაბა მხოლოდ უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში 530 ათასი ლარით შეივსო. ბიზნესმენები მმართველ პარტიას 100 ათასობით ლარს ჩუქნიან. არიან ისეთებიც, ვინც მმართველ პარტიას ჯერ 100 ლარი აჩუქა, შემდეგ კი 99 ათას 900 ლარი დაუმატა. „ქართული ოცნების“ სპონსორების გრძელ სიაში ბიზნესმენების გვერდით პარტიის ლიდერი კახა კალაძეც არის. დედაქალაქის მერმა საკუთარი პოლიტიკურ გუნდისთვის 50 ათასი ლარი გაიღო.
100 ათას ლარიანი გადარიცხვით „ქართული ოცნების“ სპონსორებს შორის ლიდერობს ბორის გოგიჩაიშვილი. მეღვინემ გორიდან ივანიშვილის პარტიას ფული პირველად შესწირა და გადარიცხვა რეკორდული თანხით დაიწყო.
კომპანია "საქართველოს" მფლობელი წინა ხელისუფლების დროს ნასამართლევი იყო. 600 ათასიანი კრედიტის მითვისების შემდეგ ის 2011 წელს მართლაც დააკავეს. საქმის მასალებთ დგინდება, რომ მან სახელწიფოსაგან სესხი აიღო, არ დააბუნა და ამის გამო დამნაშავედ ცნეს.
მასთან ერთად მხოლოდ 50 ათასიანი დონაციით „ქართული ოცნების“ დამფინანსებლებს შორის არიან ვაჟა ციგროშვილი და ბეჟან ანუაშვილი. აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ორივე შემწირველი ფიზიკური პირია.
"ქართული ოცნების" ბოლო შემომწირველებს შორის არიან ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ჯგუფის" თანამშრომლები. ივანიშვილს მთავარ იურისტს ალა კახნიაურს 20 ათასი ლარი აქვს გადარიცხული.
ოპოზიცია ეჭვობს, რომ „ქართული ოცნების“ დამფინანსებლები ასეთი ხელგაშლილები იმიტომ არიან, რომ ისინი არჩვენების შემდეგ ხელისუფლებისგან სხვდასხვა ტიპის პრივილეგიებს იღებენ. ხელისუფლების ოპონენტები კორუფციის ნიშნებზე საუბრობენ.