ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი, გაერთიანებული ოპოზიციის წევრებსა და „ევროპული საქართველოს“ ლიდერ გიგი უგულავასთან ერთად, სოფელ ნაცატუს მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაში ჩაერთო საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ სიღარიბეზე, ჩინოვნიკების კორუფციასა და გაზრდილ კრიმინალზე.
მოქალაქეების განცხადებით, სამუშაოსა და პერსპექტივების არარსებობის გამო, მოსახლეობის ნაწილი ზუგდიდს მასობრივად ტოვებს.
სანდრა რულოვსის შეფასებით, საქართველო გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგას. მისი თქმით, ხელისუფლება ხალხს უნდა დაუბრუნდეს, რაც საქართველოს განვითრების წინაპირობა იქნება.
გიგი უგულავას განცხადებით, 19 მაისს ივანიშვილის მარცხი გაფორმდება, ვინაიდან, მისი შეფასებით, ამ ხელისუფლებას ვადა გაუვიდა.