19 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
საერთოდ გავაუქმებთ გადასახადებს ყველა იმ მეწარმისთვის, რომელიც საქართველოში იქნება დაკავებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით - პრემიერი

ზუგდიდში აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიხსნა. ფორუმის მონაწილეებს პრემიერ-მინისტრმა მიმართა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით მან სამეგრელოს სხვადასხვა რაიონში ფერმერებისგან რჩევები მოისმინა და აღნიშნულზე დაყრდნობით, ახალი ინიციატივები გააჟღერა, რომელიც რამდენიმე მიმართულებას ეხება.

„ჩვენ შევძლებთ არა მხოლოდ იმპორტის ჩანაცვლებას, არამედ საქართველო გახდება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ექსპორტიორი ქვეყანა სოფლის მეურნეობის პროდუქციის. მე გპირდებით, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ შევძლებთ და საერთოდ გავაუქმებთ გადასახადებს ყველა იმ მეწარმისთვის, რომელიც საქართველოში იქნება დაკავებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით. აღვადგინეთ ჩაის წარმოების საკმაოდ მნიშვნელოვანი პოტენციალი, თუმცა ჯერ ჩვენ კიდევ შორს ვართ იმ ნიშნულიდან, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ. აქედან გამომდინარე, მიღებული გადაწყვეტილება და ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავზრდით სუბსიდიებს ამ მიმართულებით და მევენახეობის მიმართულებითაც ჩვენ დავიწყებთ და გავზრდით სუბსიდირებას ამ ლამაზ კუთხეში,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა განათლების რეფორმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რადგან მამუკა ბახტაძის ინიციატივით, მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტის ინვესტიციები ამ სექტორში განხორციელდება.

„ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის განათლება. განათლების განუყოფელი ნაწილი არის სპეციალისტების მომზადება სწორედ თქვენი დარგისთვის,“ - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები