19 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
არჩევნები ჭიათურის მუნიციპალიტეტში - „ევროპული საქართველოს“ წევრები მერობის დამოუკიდებელ კანდიდატთან ერთად ადგილობრივებს შეხვდნენ

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდში  მოსახლეობას ხვდებიან „ევროპული საქართველოს“ წევრები და მერის შუალედურ არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატი.

გიგი უგულავასთან, სერგი კაპანაძესა და დავით ჭუმბურიძესთან საუბარში ადგილობრივები გაზრდილ კრიმინალზე, უპერსპექტივობაზე, უსამართლოდ მოხსნილ სოციალურ დახმარებაზე საუბრობენ.

„ქართულმა ოცნებამ მოახერხა და ბოლო წელიწადნახევარში ოთხ მილიონ ლარზე მეტი ტენდერი ვერ ჩაატარა. ამაში შედის ის პრობლემები, რომ "ქართულმა ოცნებამ" ბოლო პერიოდში ისედაც გაღატაკებულ ადამიანს, დაახლოებით, 800 ოჯახზე მეტს, მოუხსნა სოციალური დახმარებები. ეს არის პრობლემები, რომელიც ადგილზე გვარდება და რომლისთვისაც საჭიროა ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანი, დათო ჭუმბურიძე დარწმუნებული ვარ ამ პრობლემებს მოაგვარებს,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი მოსახლეობას საარჩევნო პროგრამას აცნობს.

დღის ამბები