ხმაური ზუგდიდის კულტურის სახლში-„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრთან და აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად მივიდა. შეხვედრაზე დასწრება სურდა მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერს თენგიზ ჯგუშიას, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს. "ქართული ოცნების" აქტივისტებმა მას გზა გადაუკეტეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. თენგიზ ჯგუშიამ დავით სერგეენკოს რამდენიმე სიტყვით მიმართა თუმცა პასუხი ვერ მიიღო.