19 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
"ეს გვამები, სადაც ეს სვავები პურობენ ცოტა სხვაგან უნდა გადავიტანოთ, სადმე ჩრდილოეთისკენ"-ემიგრანტები მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ემზადებიან

მიუნხენის ხელოვნების სახლში ევროპის კონფერენცია იწყება. რამდენიმე წუთში საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და ქართველ ემიგრანტებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა დაიწყება. ეს იქნება ლიეჟისა და რომის შემდეგ მესამე მასშტაბური შეხვედრა, სადაც დისკუსია გაიმართება 12 სხვადასხვა თემაზე. ემიგრანტები მიხეილ სააკაშვილს წარუდგენენ თავიანთ პროგრამას და ინიციატივებს ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც უკვე საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მათ დისკუსიის საშუალება ექნებათ.

„დღევანდელი დღე რა საკვირველია ცხადყოფს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული ინტელექტუალური შედეგები. ძალიან საინტერესო სახეები აღმოჩნდნენ ემიგრაციაში. აღმოჩნდა, რომ ქვეყნის ინტელექტუალური რესურსი ძალიან დიდწილად არის გადინებული და დღეს ნახავთ ადამიანებს, ამაზე ისაუბრებს თვითონ მიხეილ სააკაშვილი,  რომლებიც იქნებიან წარმოდგენილი მომავალ საქართველოს მთავრობაში,“-განაცხადა გიორგი სიგუამ.

ქართველ ემიგრანტები, რომლებიც დღეს შეხვედრას ესწრებიან, აპირებენ ჯანდაცვაზე, ეკონომიკაზე და სამხედრო თემებზე ისაუბრონ. ემიგრანტები ამბობენ, რომ მათ კონკრეტული პროექტები აქვთ მომზადებული, რომელზეც სურთ მიხეილ სააკაშვილთან საუბარი.

„ჩამოვედი ისრაელიდან და ჩემი მოხსენება შეეხება საქართველოში სამხედრო მრეწველობის აღდგენას იმიტომ, რომ იყო დრო როდესაც საქართველოს სამხედრო მრეწველობა ძალიან დიდ დონეზე იყო და საერთაშორისო ბაზარზეც კი გავიდა და  დრეს უბრალოდ ეს ყველაფერი ჩამოიშალა და უკან და უკან მიდის. არა და სამხედრო მრეწველობა  როგორც არასდროს სჭირდება საქართველოს. როგორც შიდა ბაზრისთვის, ასევე საგარეო ბაზრისთვის, რომ მოიზიდოს ინვესტიციები და შეიქმნას ასობით სამუშაო ადგილები,“-განაცხადა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ემიგრანტები ამბობენ, რომ ისინი მზად არიან საქართველოში დაბრუნდნენ და დაეხმარონ ქვეყანას განვითარებაში. მათივე შეფასებით ამ დროისთვის ქვეყანა არ ვითარდება და პირიქით უკუსვლით მიდის. ქართველი ემიგრანტები ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობენ.

„ჩემი აზრით ეს გვამები, სადაც ეს სვავები პურობენ ცოტა სხვაგან უნდა გადავიტანოთ, სადმე იქით ჩრდილოეთისკენ,“-განაცხადა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მიუნხენში შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ქართველი ემიგრანტები ესწრებიან.   

დღის ამბები