ხმაური ზუგდიდში - სანდრა რულოვსის კარდაკარის შეხვედრაზე სიტყვიერი შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ზუგდიდის მერობის კანდიდატი სოფელ ჯიხაშკარის მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდა, რა დროსაც, კრიმინალური წარსულის მქონე ძმებმა ბუთხუზ და ვახტანგ ზარანდიებმა მისთვის ხელის შეშლა სცადეს. ამ ინცინდენტს სიტყვიერი შელაპარაკება და დაძაბულობა მოჰყვა.