ბიძინა ივანიშვილი რუსული ოკუპაციის ხარჯზე მდიდრდება. presa.ge-ის ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ოლიგარქი ენგურჰესიდან საქართველოს დენს ჰპარავს, მიაქვს აფხაზეთში და სეპარატისტების ხელშეწყობით იქ ბიტკოინების 4 საწარმოს ამუშავებს, თან ისე, რომ ელექტროენერგიაში ფულს საერთოდ არ იხდის.
presa.ge სკანდალურ ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბიტკოინებმა წელიწადნახევრის წინ მკვეთრი გაუფასურება დაიწყო და ფასი 20 000-დან 3000 დოლარამდე დაეცა. მათ საწარმოებლად კი ელექტროენერგიის იგივე მოცულობა იყო საჭირო. ანუ თუნდაც პრივილეგიებით ბიტკოინების წარმოება აღარ იყო მომგებიანი. ამიტომ გამოსავალი ოლიგარქმა ბიზნესის ოკუპირებულ რეგიონში გადატანის და დენის საერთოდ უფასოდ მოპარვაში იპოვა.
ოპოზიციაში კი ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის მთავარ ენერგო ვამპირად მიიჩნევენ, რომელმაც ბიტკოინების საწარმოებით ქვეყნის ენერგეტიკას ძირი გამოუთხარა. რაც შეეხება აფხაზეთში შექმნილ ვითარებას, ოპონენტებს კითხვებს უჩენს ის, რომ საქართველო ხელისუფლება ამ პრობლემასთან გასამკლავებლად არაფერს აკეთებს.
აფხაზეთი კი დიდი ხანია საქართველოს ენერგეტიკის შავი ხვრელია, რომელიც ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ იაფ ენერგიას თითქმის სრულიად ითვისებს. თუკი 4-5 წლის წინ აფხაზურ მხარეს ენგურზე გამომუშავებული დენის 30-დან 40%მდე მიჰქონდა, ახლა სეპარატისტებს საქართველოსთვის იაფი ალტერნატიული ენერგიის ერთადერთი წყაროდან გამომუშავებული ენერგიის 70% და ზოგჯერ უფრო მეტიც კი მიაქვთ. დანაკლისის შევსება საქართველოს რუსეთიდან უწევს, საიდანაც დენს გაცილებით ძვირად ვყიდულობთ.
ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.