19 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
"შეიძლება რაღაც სიცრუესთან იყოს საქმე" - კალაძეს არ სჯერა,რომ ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ ლობისტებს ქირაობს

მმართველი პარტიის გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს, არ სჯერა, რომ ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ ლობისტებს ქირაობს და შავი პიარის წარმოებას უკვეთავს.

დედაქალაქის მერი ამბობს, რომ არ სმენია ხელისუფლებისა და მისი ლობისტების საიდუმლო მიმოწერაზე. საუბარია 600-ზე მეტ წერილზე, რომელიც "რუსთავი2"-ს მიაწოდეს. წერილების ერთ ნაწილში ირკვევა, რომ ხელისუფლება დაქირავებულ ლობისტებს 2016 წელს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ გიგი წერეთლის პარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევაში ხელის შეშლას უკვეთავს.

კახა კალაძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ყოფილიყო ხელისუფლება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევის წინააღმდეგი.

"არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ის რომ გიგი წერეთელი პრეზიდენტია რა არის ცუდი ამაში, მე მგონია ეგ ძალიან კარგია და არ მგონია, რომ ეგ სიმართლე იყოს, შეიძლება რაღაც სიცრუესთან იყოს საქმე,“-აცხადებს კალაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები