ახალი სახეების მოძიება „ქართულ ოცნებაში“ - პრემიერი მმართველ გუნდში დაწყებულ განახლების პროცესს პოზიტიურად აფასებს.
მამუკა ბახტაძის შეფასებით, ახალი სახეების მოძიება „ძალიან ბუნებრივი პროცესია“ და პარტია განახლებაზე მუდმივად უნდა ზრუნავდეს.
პრემიერი ასევე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „ოცნებას“ ახალი სახეების შერჩევაში და შემდგომ ტრენინგებში შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი ეხმარება - ბახტაძის განცხადებით, მაია მიმინოშვილი თავისი საქმის პროფესიონალია და „ოცნებას“ გამოცდილებას გაუზიარებს.
„ეს არის ძალიან ბუნებრივი პროცესი განახლების პარტიაში და მე ამას მხოლოდ მივესალმები და იცით, რომ ბოლო პერიოდში ეს საკითხი კიდევ მეტად აქტუალური გახდა ჩვენს პარიაში. რაც შეეხება ქალბატონ მაიას, ის არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი და ის ისევე, როგორც რამდენიმე სხვა ექსპერტი, პარტიას ეხმარება კადრების ტრენინგებში, გადამზადებაში და იმ გამოცდილებას გვიზიარებს, რაც ობიექტურად მას აქვს,“ - განაცხადა პრემიერმა.