გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი და გაერთიანებული ოპოზიციის სხვა ლიდერები სოფლების, ორულუსა და კახათის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მოსახლეობამ მზარდ უმუშევრობაზე, ჩინოვნიკების ნეპოტიზმსა და კორუფციაზე ისაუბრა.
სანდრა რულოვსის განცხადებით, ლაზიკის და სხვა პროექტების განხორციელებით, ზუგდიდში 100 ათასამდე სამუშაო ადგილი შეიქმნება და მომავლის და პერსპექტივა გაჩნდება.
„ჩვენ ვხვდებით ხალხს, ვესაუბრებით მათ პრობლემებზე და ჩვენ ვთავაზობთ, რომ ჩვენს გუნდთან ერთად ზუგდიდს მივხედოთ, ვიზრუნოთ, სამართლიანად გადავანაწილოთ ბიუჯეტი, არ იყოს კორუფცია და ნეპოტიზმი, არ იყოს ისეთი განცდა ხალხში, რომ ქვეყანა იყიდება და ქვეყანა გადაეცემა რუსეთს. მე ყველანაირად როგორც მერი ხელს შევუწყობ, რომ ისეთი პირობები შეიქმნას ინვესტორებისთვის, ბანკებისთვის, ჩამოსული ბიზნესმენებისთვის, რომ ლაზიკაში ჩადონ ფული. მათ იციან, რომ ეს პროექტი ძალიან პერსპექტიულია, რომ ჩვენი
პირობები იქნება სტაბილური და საინვესტიციო გარემო იქნება იდეალური,“- განაცხადა რულოვსმა.